მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი ისეთ ბინძურ უხამსობებს მიმართავს ჩვენი გმირი პოლიციელების წყობიდან გამოსაყვანად, რომ გამეორებაც არ მინდა
მიხეილ სააკაშვილი ისეთ ბინძურ უხამსობებს მიმართავს ჩვენი გმირი პოლიციელების წყობიდან გამოსაყვანად, რომ გამეორებაც არ მინდა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს ყველა პოლიციელის პირადი ტელეფონი, უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, გავუკეთოთ წარწერები – აქ ცხოვრობს, რატომ დამიჭირე
„მიხეილ სააკაშვილს იმდენად ზედმეტი მოსდის, რაც არასოდეს მოსვლია. წარმოიდგინეთ, რა განცხადებებს აკეთებდა და ახლა ამაზე უარესი მოუვიდა. ამ ადამიანს გადახრები აქვს უკვე თავისი განცხადებების მიხედვით – ემუქრება პოლიციას, საჯარო მოხელეებს, ქართველ გმირ პოლიციელებს.
პოლიციელები სიფრთხილით ეკიდებიან ნებისმიერ თემას და მათ შორის, ბოლო დღეების განმავლობაში. ისინი გმირულად ითმენენ ბევრ რამეს. ამ ბიჭებს რისი მოთმენა უწევთ, გასათვალისწინებელია. მიხეილ სააკაშვილი ისეთ ბინძურ უხამსობებს მიმართავს ამ ადამიანების წყობიდან გამოსაყვანად, რომ გამეორებაც არ მინდა. ეს ყველაფერი არ გაუვა. თავისი თანაგუნდელებიც არ ეთანხმებიან და ბზარიც კი გაჩნდა. იმიტომ კი არა, რომ ნამუსმა შეაწუხათ, დამაზიანებელია და ამას ხვდებიან. მოქალაქეებს ერთი მხრივ, ატყუებს და მეორე მხრივ, ემუქრება. მისი არავის ეშინია. ჩამოვიდეს და თავის ადგილზე წავიდეს, რომელიც სასამართლომ განუსაზღვრა.
იმ ქმედებებისთვის, რაც მან ჩაიდინა, მისთვის სხვისი ქმედება არ დაუბრალებიათ. მტკიცებულებები რომ მოგროვებულიყო, მეტი დანაშაულის დამტკიცება შეიძლებოდა. შეუძლია, ჩამოვიდეს და სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც ეკუთვნის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.