მამუკა მდინარაძე - ხშირად ვიმეორებთ ტერმინს „გლობალური ომის პარტია“, დავალება მოდის ერთი მიმართულებით, რომელიც იშლება აქაურ „ომის პარტიაში“, გარეთ - მათ ლობისტებში, უტევენ ხან ივანიშვილს, ხან საქართველოს
მამუკა მდინარაძე - ხშირად ვიმეორებთ ტერმინს „გლობალური ომის პარტია“, დავალება მოდის ერთი მიმართულებით, რომელიც იშლება აქაურ „ომის პარტიაში“, გარეთ - მათ ლობისტებში, უტევენ ხან ივანიშვილს, ხან საქართველოს

ხშირად ვიმეორებთ ტერმინს „გლობალური ომის პარტია“, დავალება მოდის ერთი მიმართულებით, შემდეგ ჩაიშლება აქაურ „ომის პარტიაში“, გარეთ – მათ ლობისტებში, მოქმედებენ კოორდინირებულად, უტევენ ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან საქართველოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფის მიერ გუშინ გამართულ ორგანიზებულ პანელთან დაკავშირებით, რომლის მთავარი თემა „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ იყო.

„მუდმივად გვამუნათებენ, როგორ ვიკადრეთ და ვთქვით, რომ ამ ხალხს ომი უნდა და მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი არის ალექსი გონჩარენკო, რომელიც რამდენიმე წლის წინ დარბოდა გეორგიევსკის ლენტით, მკერდს უმშვენებდა, ასევე მოგვიწოდებდა, შეგვესეირნა სოხუმსა და აფხაზეთში. ასევე, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ მოცემულობას, დღეს უტევენ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს. არის თუ არა პირდაპირი კავშირი ამ ყველაფერში? ვინმე თუ ფიქრებს, რომ არ არის, ცოტა უცნაური იქნება. სინამდვილეში, ასე ვერ იფიქრებს ვერცერთი ნორმალური ადამიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი თუ მოგიწოდებს, წადი, იბრძოლე, ჩაერთე, გახდი მეორე ფრონტის ხაზი და შემდეგ შეუტევს ბიძინა ივანიშვილს, რაღაც ელემენტარული კავშირი მაინც უნდა დაინახო. ეს არის ლოგიკა, რომლის მიღმაც ბევრი მოგვისმენია და ბევრსაც მოვისმენთ.

ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ტერმინს, „გლობალური ომის პარტია“. დავალება მოდის ერთი მიმართულებით, ჩაიშლება შემდეგ აქაურ „ომის პარტიაში“, გარეთ – მათ ლობისტებში, აზრებს უზიარებენ, იქ გონჩარენკო, აქ ვიღაც ქართული სახელითა და გვარით, ოღონდ ესენი მოქმედებენ კოორდინირებულად, უტევენ ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან საქართველოს, ხან ომი უნდათ, მშვიდობას უტევენ, ხან ეკლესიას შეუტევენ და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.