მამუკა მდინარაძე - გუნდის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან როცა სხდებიან, იციან, რომ მათ მიერ წარდგენილი პოზიცია არის შეთანხმებული და შეჯერებული
მამუკა მდინარაძე - გუნდის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან როცა სხდებიან, იციან, რომ მათ მიერ წარდგენილი პოზიცია არის შეთანხმებული და შეჯერებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პლენარული სხდომების დღის წესრიგი, განსახილველი პროექტები.

მდინარაძის თქმით, სხდომაზე ასევე იმსჯელეს მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

„ასევე, განვიხილეთ მთავარი აქტუალური საკითხი, რაც ეხება მოლაპარაკებების პროცესს. იცით, რომ ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორების მედიაციით. ბუნებრივია, თითოეულ დეტალზე იყო მსჯელობა. როცა გუნდის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან, იციან, რომ მათ მიერ წარდგენილი პოზიცია სამართლიან საკითხებზე არის ასევე გუნდის პოზიცია, შეთანხმებული და შეჯერებული, რომელსაც გუნდი ეთანხმება. გარდა იმისა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო გეგმური, დამატებითი დასტური იყო, რომ ჩვენი გუნდის ლიდერები არიან გუნდის მხრიდან მხარდაჭერილი ყველა დეტალზე, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესს წარმართავენ“,- განაცხადა მდინარაძემ.