მამუკა მდინარაძე - გიორგი ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი ისტორია შექმნა, პოლიტიკაში არასწორი მესიჯი რომც გაახმოვანოს, ცხოვრების ბოლომდე მისი გულშემატკივარი ვიქნები
მამუკა მდინარაძე - გიორგი ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი ისტორია შექმნა, პოლიტიკაში არასწორი მესიჯი რომც გაახმოვანოს, ცხოვრების ბოლომდე მისი გულშემატკივარი ვიქნები

გიორგი ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი ისტორია შექმნა, პოლიტიკაში არასწორი მესიჯი რომც გაახმოვანოს, ცხოვრების ბოლომდე მისი გულშემატკივარი ვიქნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თითოეული ფეხბურთელის გულმხურვალე მხარდამჭერი იქნება ყოველთვის, მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება ჰქონდეთ მათ.

„გიორგი ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა და კიდევ ისეთებს გაიტანს, რომ აწი პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“, ყველა ქართველს მაინც გვეყვარება და მაინც მაგარი კაცი იქნება. ისეთი მაგარი კაცია და მაგარი ფეხბურთელია, ისეთი ისტორია შექმნა, რომ პოლიტიკაში არასწორი მესიჯი რომ გაახმოვანოს – ეს არ ყოფილა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს – პირადად მე მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. ვიღაც ჩვენი მხარდამჭერი იქნება და ვიღაც – არა, ეს არ მაინტერესებს. ყველას მოვუწოდებ, ამ ხალხს ნუ გავრევთ იმ სიბინძურეში, რასაც შავი ფულისთვის და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შელახვისთვის ბრძოლა ჰქვია. თუ მამამისი გახარიას პარტიის წევრია, მაშინ, კი, „ნაცმოძრაობაა“, მაგრამ მისი მამა, დედა, ბებია, ბაბუა რომელ პარტიაშიც არ უნდა იყვნენ, თავადაც რაღაც პოლიტიკური წარმოდგენის რომ იყოს –  ჩვენთვის მისაღების ან მიუღებელის – ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოვრების ბოლომდე თითოეული მათგანის გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.