მამუკა მდინარაძე - გახარიასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები საეჭვო დამთხვევებზე საუბრობენ, თუმცა ბრალეულობის დასადგენად მტკიცებულებები თუ არ არსებობს, გამოძიება არ იწყება
მამუკა მდინარაძე - გახარიასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები საეჭვო დამთხვევებზე საუბრობენ, თუმცა ბრალეულობის დასადგენად მტკიცებულებები თუ არ არსებობს, გამოძიება არ იწყება

გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ძალიან საეჭვო დამთხვევებზე საუბრობენ, თუმცა ბრალეულობის დასადგენად მტკიცებულებები თუ არ არსებობს, გამოძიება არ იწყება, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიასა და 20 ივნისთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.

მდინარაძის თქმით, აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდა.

„როგორც იურისტი გიპასუხებთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თუ არ არსებობს მტკიცებულებები პირის ბრალეულობის დასადგენად, ამ შემთხვევაში გამოძიება არ იწყება. სულ ცოტა ეჭვი მაინც უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულის. ახლა როგორც პოლიტიკოსი ისე გპასუხობთ, პოლიტიკოსები საუბრობენ ძალიან საეჭვო დამთხვევებზე, მაგალითად როდესაც ადამიანი ითხოვდა კონკრეტული ღონისძიების გადასავადებლად ორ-სამ დღეს ითხოვდა, ამ დროს იყო კონკრეტული ინფორმაცია, ეს ორი-სამი დღე სხვა მხრიდანაც იყო გახმოვანებული. ეს არის ჩვენთვის სერიოზული შეშფოთების და ეჭვის საფუძველი, მაგრამ გამოძიებაზე სამართალდამცველები მაშინ ილაპარაკებენ, თუ კონკრეტული ფაქტები ექნებათ. დამთხვევები ბადებს ეჭვს, ამაზე ვისაუბრეთ და ვსაუბრობთ, მაგრამ აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდა. ასეთი დამთხვევები აქამდე არ იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.