მამუკა მდინარაძე - ევროპულ ქვეყნებშიც მიიჩნევა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი დემოკრატიული სისტემებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული გადაწყვეტაა
მამუკა მდინარაძე - ევროპულ ქვეყნებშიც მიიჩნევა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი დემოკრატიული სისტემებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული გადაწყვეტაა

ევროპულ ქვეყნებშიც მიიჩნევა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი დემოკრატიული სისტემებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული გადაწყვეტაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებით, კლასიკური გაგებით, ყველაზე ოპტიმალურ ბარიერად 3%-დან 5%-მდე ბარიერს მიიჩნევენ, რადგან, ერთი მხრივ, ეს სხვადასხვა რისკს გამორიცხავს, მეორე მხრივ კი, პოლიტიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს.

„ამ ბალანსში ყველაზე რელევანტურ გადაწყვეტას პოულობენ ხოლმე. ევროპულ ქვეყნებშიც მიიჩნევა, რომ 5%-იანი ბარიერი დემოკრატიული სისტემებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული გადაწყვეტაა. საქართველოს მაგალითზე ძალიან უცნაური ამბავი ხდება, რადგან 5-პროცენტიან ბარიერზე ძალიან ბევრს არ საუბრობენ. ჩვენ NDI-ის და IRI-ის კვლევებს ვხედავთ, სადაც თითქოს პოლიტიკურ ველზე არის ყამირი მიწის გამოჩენის მცდელობა, გაერთიანებისკენ „ლელოს“ მსგავს და დესტრქუციულ, რადიკალურ, ბოლშევიკურ „ტროიკას“ რომ უბიძგონ. თითქოს მათი გაერთიანება რაღაც ახალი ძალების ერთობაა, რომელიც საქართველოში მესამე ძალას შექმნის. წარმოიდგინეთ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესი „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არის და იქედან რაღაც ახალი ძალა გვიანონსდება. არ მგონია, რომ შედეგთან მიმართებაში რაიმე რეალურ გეგმაზე ზრუნავდნენ. ამის ილუზიით ისინი 5%-იან ბარიერს ძალიან არ ურტყამენ. საქართველოს კონსტიტუციით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერია და ამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები კონსესუსით როგორ მოხდება, ეს არ ვიცი“, – განაცხადა მდინარაძემ.