მამუკა მდინარაძე - დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლა ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციაზეა ორიენტირებული
მამუკა მდინარაძე - დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლა ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციაზეა ორიენტირებული

„ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო და სამარკო ნიშანია დესტრუქცია. როცა ისინი უარს ამბობენ, ევროპის დამოკიდებულებაზე და მათი მედიაციით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერაზე, ნიშნავს, რომ ეს სამარკო ნიშანი ძალაში რჩება და ესაა – დესტრუქცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ პარტიის მოწოდება საქმის კეთება არ არის.

„გამოგონილი არგუმენტებით უარს ამბობენ, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერონ. დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლა ნიშნავს, რომ მოწოდებული არ არიან საქმის კეთებისთვის, მხოლოდ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული. მათი მიზანი იყო, ქვეყანა აერიათ და როგორმე რამე მომხდარიყო, რომ ამღვრეულ წყალში თევზი დაეჭირათ. მათი მიზანი არის დეკლარირებული. ისინი აცხადებენ, რომ იმუშავებენ არა ხალხის საჭიროებაზე, არამედ ამბობენ, რომ პარლამენტში ტრიბუნას გამოიყენებენ არჩევნებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.