მამუკა მდინარაძე - დეოლიგარქიზაციის ​კანონპროექტს ვინც აკრიტიკებს, საკუთარ თავს ჰკითხოს, რატომ არის ის უკრაინაში კარგი და ჩვენთან ცუდი, მალფუჭებადია, ინტერნეტით ორწამიან ტრანსპორტირებას ვერ უძლებს?
მამუკა მდინარაძე - დეოლიგარქიზაციის ​კანონპროექტს ვინც აკრიტიკებს, საკუთარ თავს ჰკითხოს, რატომ არის ის უკრაინაში კარგი და ჩვენთან ცუდი, მალფუჭებადია, ინტერნეტით ორწამიან ტრანსპორტირებას ვერ უძლებს?

​დეოლიგარქიზაციის ​კანონპროექტს ვინც აკრიტიკებს, საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას, რატომ ხდება, რომ უკრაინული კანონის პირდაპირი თარგმანი უკრაინაში ძალიან კარგია და საქართველოში ძალიან ცუდი, რა ხდება? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას უნდა, საკუთარ თავსა და ტანზე მოირგოს ცვლილებები და არ შეეხოს რეალურ ოლიგარქებს.

„ვინც დეოლიგარქიზაციის ​კანონპროექტს აკრიტიკებს, საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას, რატომ ხდება, რომ უკრაინული კანონის პირდაპირი თარგმანი უკრაინაში ძალიან კარგია და საქართველოში ძალიან ცუდი. რა ხდება, რა წარმოვიდგინოთ? – ეს კანონპროექტი მალფუჭებადია და ორწამიან ინტერნეტტრანსპორტირებას ვერ უძლებს, თუ რაშია საქმე? არანორმალური მსჯელობა მიმდინარეობს.

რეალურად, ის ხდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, თავის თავსა და ტანზე მოირგოს ცვლილებები და არ შეეხოს რეალურ ოლიგარქებს, შეეხოს კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, რომელთაც შეიძლება, კანონის ცხოვრებაში გატარების შემთხვევაში არ მოერგოს. ეს არ აწყობთ, მათ აწყობდათ და მომავალშიც ასე იქნება – სუბიექტური, ვიღაცის წინააღმდეგ, რევანშისტური და ა.შ.“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.