მამუკა მდინარაძე - დატოვებს თუ არა მელია საპატიმროს, ეს მხოლოდ მის მოქმედებასა და ნებაზეა დამოკიდებული
მამუკა მდინარაძე - დატოვებს თუ არა მელია საპატიმროს, ეს მხოლოდ მის მოქმედებასა და ნებაზეა დამოკიდებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თავად ნიკა მელიას მოქმედებაზეა დამოკიდებული, იქნება ის საპატიმროში თუ – არა.

„რაც შეეხება ნიკა მელიას, მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც თავად ნიკა ამას აკეთებდა ხოლმე თავისი ბრიფინგების დროს, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, მას ყოველ წუთს აქვს საშუალება, რომ დატოვოს საპატიმრო, ყოველ წუთს. ეს არის მხოლოდ მის მოქმედებასა და ნებაზე დამოკიდებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.