მამუკა მდინარაძე – დარწმუნებული ვარ, რომ პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

15:26, 11.01.2018

ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობენ კარგად, ისინი პირველად საქართველოს ისტორიაში, ბოლო პერიოდში, ამოდიან ეროვნული ინტერესებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

“მთავარია, რომ ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობენ კარგად, ისინი პირველად საქართველოს ისტორიაში, ბოლო პერიოდში, ამოდიან ეროვნული ინტერესებიდან. დარწმუნებული ვარ, ასეთივე გულწრფელი იქნება გამოძიება და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ასე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს არის რეალობა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა მათ შორის სჭირდებათ უსაფრთხოების სამსახურებსაც. მაგრამ ერთიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ოჯახის ტრაგედიაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის, ძალიან დიდი ტრაგედიაა, როდესაც ადამიანს შვილი ეღუპება და მათ ნათქვამზე ვერავინ კომენტარს ვერ გააკეთებს. მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც პოლიტიკოსები ამით სარგებლობენ, ეს არის ძალიან ცუდი”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი