მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის დასჯას იმისთვის ცდილობენ, რომ საქართველოს არ უღალატა, არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის დასჯას იმისთვის ცდილობენ, რომ საქართველოს არ უღალატა, არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში

საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისთვის ცდილობენ მის დასჯას, მის მიმართ დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება, რადგან მან სამშობლოს არ უღალატა.

„ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება ორ მილიარდ დოლარს. დამატებით, კითხვაზე: რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც, საზოგადოებამაც უკვე კარგად იცით. უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.