მამუკა მდინარაძე - ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმონ, საკუთარი ბიოგრაფიიდან გუშინდელი დღე გაიხსენონ
მამუკა მდინარაძე - ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმონ, საკუთარი ბიოგრაფიიდან გუშინდელი დღე გაიხსენონ

ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს და, მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენოს საკუთარი ბიოგრაფიიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, ისეთი აქტივობები განახორციელონ, რაც საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელს შეუშლის.

„მართლა რომ იყოს მტკიცებულება და ნიშანი, რომ ობიექტურად დაედო ვიღაცას სანქცია, ამ შემთხვევაში კი – სავიზო შეზღუდვა, რეკომენდაციების შესრულების პროცესში ამაზე უნდა ჩუმდებოდეთ, რომ სახელმწიფოს არ მიადგეს ზიანი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თქვენ ამ დროს მავნებლობთ მაინცდამაინც და ამ დროს გინდათ ისეთი რაღაცის გაკეთება, რაშიც შემდეგ, შეიძლება თეორიაში, თქვენს ოცნებებში გამოძერწოთ ის პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. აი, ამ დონის მავნებლები ბრძანდებით „ნაცმოძრაობის“ მთელი კლასტერი და ეს არის სიმართლე, რომელიც ძალიან გტკივათ და ძალიან გწყინთ. აღარ გავაგრძელებ, აქ რაღაც ეპითეტებით რას კადრულობს ზოგიერთი თქვენგანი. კაცობა უნდა გააჩნდეთ ჯერ და მერე იკადრონ, და არც კაცობა გააჩნიათ. ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაც-ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა მოუხმონ გონებას და, მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენონ საკუთარი ბიოგრაფიიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.