მამუკა მდინარაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობა იყო და პოლიციამ კანონიერად იმოქმედა
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობა იყო და პოლიციამ კანონიერად იმოქმედა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ.

„რაც ყველაზე გასახარია, ამას აღნიშნავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს მაინცდამაინც მიკუთვნება ერთ პარტიაზე. ქვეყანა მიიწევს წინ, ქვეყანა ვითარდება და ამის აღნიშვნა ერთიორად სასიამოვნოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობისას პოლიციის რეაგირება კანონიერი იყო.

„ამ სპეკულაციებსაც წერტილი დაესვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მთელი წლის განმავლობაში ე.წ. ნეგატიური პიარი „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ ძალას გადააჭარბა, უკანონოდ მოიქცა და ასე შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობა იყო და პოლიციამ კანონიერად იმოქმედა. დასკვნა ყველა მიმართულებით არის პოზიტიური. არის გამოწვევებზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ამ მიმართულებითაც ბრძოლას, მუშაობას. ბუნებრივია, ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ისევე ადეკვატურები ვიქნებით, როგორც სხვა საკითხებთან მიმართებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.