მამუკა მდინარაძე - არგუმენტი, რომ საქართველოს კონსტიტუციას „გერმანული მოდელი“ შეესაბამება, არ მოგვისმენია, თუ ხვალ მოვისმენთ, უცხოელ პარტნიორებთან ერთად გავაანალიზებთ
მამუკა მდინარაძე - არგუმენტი, რომ საქართველოს კონსტიტუციას „გერმანული მოდელი“ შეესაბამება, არ მოგვისმენია, თუ ხვალ მოვისმენთ, უცხოელ პარტნიორებთან ერთად გავაანალიზებთ

დიპლომატიური კორპუსი ცდილობს, რომ ქუჩის დესტრუქციამ გადაინაცვლოს კაბინეტებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლება მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის.

„დიპლომატიური კორპუსი კარგად ხედავს, თუ როგორ დესტრუქციულ მოქმედებებზე მიდის „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან საერთო გეგმაში მყოფი სხვა ოპოზიციური პარტიების ძალიან დიდი ნაწილი. დიპლომატიური კორპუსი ცდილობს, რომ ქუჩის დესტრუქციამ გადაინაცვლოს კაბინეტებში და ჰქონდეს კონსტრუქციული ხასიათი. ჩვენ მათ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. თუ ოპოზიცია დამატებით რაიმე არგუმენტებს მოიტანს, ამასაც სიამოვნებით მოვისმენთ. ჩვენ ჯერ რეალური და იურიდიულად გამართული, რაციონალური არგუმენტი, რომ საქართველოს კონსტიტუციას გერმანულის მსგავსი მოდელი შეესაბამება, არ მოგვისმენია. თუ ხვალ მოვისმენთ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, სიამოვნებით გავაანალიზებთ. თუმცა, ჯერჯერიბით ამისი ნიშანწყალი არ ჩანს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, შეხვედრისთვის და კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის გავითვალისწინოთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რჩევები და რეკომენდაციები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, შედგება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.

დატოვე კომენტარი