მამუკა მდინარაძე - არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელება, გადაწყვეტილების მიღება არის და იქნება ჩვენი კეთილი ნება
მამუკა მდინარაძე - არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელება, გადაწყვეტილების მიღება არის და იქნება ჩვენი კეთილი ნება

ჩვენ მართლაც არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. ეს ალბათ ყველამ კარგად იცის. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არის და იქნება ჩვენი კეთილი ნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არიან, იმსჯელონ საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ.

„ჩვენ ამ ნებას თუ დავაფიქსირებთ, გამოვხატავთ, მაშინ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი გახლავთ ბარიერის დაწევა. ჩვენ მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ, ისე არ არის, თითქოს ჩვენ ამას არ მივიღებთ და უარს ვამბობთ. ვმსჯელობთ შედეგიანად. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ვინმემ ამაზე უარი თქვა, უბრალოდ ვაფიქსირებთ, რომ ეს არაა ვალდებულება, არამედ არის „ქართული ოცნების“ კეთილი ნება. ამასთან დაკავშირებით მსჯელობას გავაგრძელებთ, ეს იქნება დისკუსია და ამ დისკუსიის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი