მამუკა მდინარაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ კონგრესმენებთან ერთი შეხვედრის შემდეგ ვინმე გამოვა და იტყვის, რაც ვთქვი, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდაო
არ მაქვს მოლოდინი, რომ კონგრესმენებთან ერთი შეხვედრის შემდეგ ვინმე გამოვა და იტყვის, რაც ვთქვი, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდაო, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას.
„ზალკალიანის შეხვედრის დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ ნამდვილად პოზიტიური შეხვედრა იყო. თუ მოლოდინი გაქვთ, რომ ერთი შეხვედრის შემდეგ ვინმე გამოვა და იტყვის, რაც ვთქვი, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდაო, მე ამის მოლოდინი არ მაქვს.
გავაგრძელებთ ინტენსიურ კომუნიკაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ და, მეორე მხრივ, ჩვენ არ შეგვხვდეს არანაირი პრობლემა პარტნიორებთან ურთიერთობაში“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.