მამუკა მდინარაძე - ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, მისი მიზანი იყო გამჭვირვალობა, „ენჯეოების“ ძირითადი ნაწილი გვატყუებს, თითქოს გამჭვირვალეა, სინამდვილეში, არ ვიცით, სად და რამდენი მილიონი იხარჯება
მამუკა მდინარაძე - ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, მისი მიზანი იყო გამჭვირვალობა, „ენჯეოების“ ძირითადი ნაწილი გვატყუებს, თითქოს გამჭვირვალეა, სინამდვილეში, არ ვიცით, სად და რამდენი მილიონი იხარჯება

შარშან რომ ამერიკული კანონი გაარუსულეს, ყოველ შემთხვევაში, ამის მძლავრი მცდელობა იყო, იმ ამერიკული კანონის მიზანს წარმოადგენდა, ფინანსები გამჭვირვალე ყოფილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ფინანსები გამჭვირვალეა, სინამდვილეში კი არავინ იცის, სად და რამდენი მილიონი იხარჯება.

„ვინმემ მიპასუხოს, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, აშშ-დან წამოსული გადამხდელის ფული? მე დავასახელებ კარგ მიმართულებას, მაგალითად: სოფლის მეურნეობა, ტრენინგები, დემოკრატიის განვითარება, მაგრამ როდესაც მიდის საარჩევნო მიზნებისთვის, უმცირესობის მიზნებისთვის, „ვილა მოსავალში“ იციან ზუსტად, რომ ეს დაიხარჯა უმცირესობის უფლებებზე? თუ ის ინფორმაციაა მართალი, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული დაიხარჯა ლგბტ პროპაგანდის მხარეს – როდესაც ჩვენ კანონს დავწერთ (ამ კვირაში უკვე კანონი მზად იქნება), როგორ იმოქმედონ ამის წინააღმდეგ? თქვენ ზუსტად იცით, ასეა თუ არა? არ ვიცით.

შესაბამისად, ერთი წელია, ჩვენი ენჯეოსექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა დაფინანსება. სინამდვილეში არ ვიცით, სად და რამდენი მილიონი იხარჯება, არც დოლარი, არც რუბლი და, სხვათა შორის, არც ტაივანური და სხვა ვალუტები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.