მამუკა მდინარაძე - ამ ქვეყანაში არსებობენ ტრაგედიით და სიკვდილით მოსარგებლე ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო პოლიტიკური ძალები
მამუკა მდინარაძე - ამ ქვეყანაში არსებობენ ტრაგედიით და სიკვდილით მოსარგებლე ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო პოლიტიკური ძალები

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ტრაგედიით და სიკვდილით მოსარგებლე ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო პოლიტიკური ძალები, – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკ მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია პროდასდავლურობის ეგიდით რუსულ საქმეს აკეთებს.

„ისინი პროდასავლურობის ეგიდით აკეთებენ რუსულ საქმეს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ბატონო თავმჯდომარე და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, პროცედურის დაცვა ფორმალური მხარე კი არ არის ამ შემთხვევაში, პროცედურის დაცვა კი არ არის პედანტურად მიყოლა რაღაც თემის, ეს არის ამ ინსტიტუტის ღირსების შენარჩუნების საკითხი, იმ ინსტიტუტის და იმ პარლამენტის, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა, უპრეცედენტო მოვლენა იყო, რომ ჩვენი კურსი არის ევროპული. ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა მდინარაძემ.