მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვებას აპირებენ

16:42, 25.11.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვებას აპირებენ.

„როგორც ჩემთვის ცნობილია და, მგონი, არ არის დასამალი, ეს ადამიანები – ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელები. საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც წესი და რიგია. ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, მანდატების დატოვების თაობაზე ისინი პარლამენტს მალე მიმართავენ.

ირაკლი კობახიძე საპარლამენტო სიაში იყო, მაგრამ ის ოფიციალურად დასახელდა პრემიერ-მინისტრად. ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მსგავსი