მამუკა კობახიძე - ჩემპიონობის ბათუმში აღნიშვნა ყველაზე დიდი ბედნიერებაა #1TVSPORT
მამუკა კობახიძე - ჩემპიონობის ბათუმში აღნიშვნა ყველაზე დიდი ბედნიერებაა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ კაპიტანმა მამუკა კობახიძემ ჩემპიონობის სოციალურ ქსელში მოპოვებაზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. 29 წლის გამოცდილი მცველის თქმით, ეს გამარჯვება მისთვის ყველაზე დიდი პატივი და ბედნიერებაა.

„პირველად ისტორიაში ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია! 4 დეკემბერს, ამ თასის ბათუმში აწევა ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი და ბედნიერებაა! დიდი მადლობა ყველა ჩემს თანაგუნდელს, ყველა მწვრთნელს, ადმინისტრაციას, მთელ ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობას და რა თქმა უნდა მათ, ვის გარეშეც ეს ვერ მოხდებოდა – ჩვენს გულშემატკივრებს. „პირატებსა“ და აჩი ბერიძეს – ყველას გილოცავთ“, – ამბობს მამუკა კობახიძე.

29 წლის მამუკა კობახიძე საქართველოს ჩემპიონი უკვე მესამედ გახდა. პირველი ორი გამარჯვება 2011 და 2012 წელს „ზესტაფონში“ იზეიმა და მაშინაც მისი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო. ამ გუნდში მხოლოდ საქართველოს თასის მოპოვება ვერ მოახერხა, მაგრამ გახდა საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2012). ქუთაისის „ტორპედოში“ 2018 წელს ასევე საქართველოს თასის მოპოვება მოახერხა.

მამუკა კობახიძე გამოდიოდა საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში, უთამაშია საქართველოს ეროვნულ გუნდშიც.