მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, კულტურის სახლში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, კულტურის სახლში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ზუგდიდში, კულტურის სახლში მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მოძრაობის წევრებთან, მათ შორის ბადრი ჯაფარიძესთან და ასევე, „შენების მოძრაობის“ ლიდერ ლიდერი დავით უსუფაშვილთან და „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერ ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის ისტორიასა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ლელოს“ ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და საარჩევნო სისტემაზე.

მან ასევე ისაუბრა, მოძრაობის სამომავლო გეგმებზე. მამუკა ხაზარაძის თქმით, 22 დეკემბერს ჩატარდება მისი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ 14 დეკემბრისთვის დაანონსებული ღონისძიებასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, „იმ ხელისუფლების საქმე, რომელიც აქციებს აწყობს, წასულია“.

„ხელისუფლება, რომელიც აკეთებს აქციებს, იმ ხელისუფლების საქმე წასულია. ხელისუფლება იმიტომ არის, რომ კაბინეტებსა და ოფისებში გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ესენი ვერ წყვეტენ, არ აქვთ ხედვა. მათ გააჩნიათ უნარი, რომ ქვეყანა ესეთ გაუბედურებული მდგომარეობამდე მიეყვანა. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება პროტესტი. სადაც იქნება ადგილი, რომ ამ ხელისუფლებას გავუწიოთ სერიოზული კონკურენცია, სეროზული ოპონირება, რომ უახლოეს არჩევნებში გავისტუმროთ სახლში“, – აღნიშნა ხაზარაძემ.