მამუკა ხაზარაძე - უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა
უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს.
„ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე. იმიტომ, რომ ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა.
რომ წარმოვიდგინოთ, საპარლამენტო დაფინანსებაზე ყველამ უარი თქვას, ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ შავი ფულის ტრიალს პოლიტიკაში. დღევანდელი კანონმდებლობა უამრავ ხვრელს აჩენს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტიის გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ რეგიონში განვითარდეს პოლიტიკური პროცესი და ისინი მოემზადონ მომავალი არჩევნებისთვის.