მამუკა ხაზარაძე - თუ გვინდა ქვეყანა არ შევიდეს სერიოზულ ჩიხში, ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს პარლამენტში პროპორციული არჩევნების კანონს
მამუკა ხაზარაძე - თუ გვინდა ქვეყანა არ შევიდეს სერიოზულ ჩიხში, ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს პარლამენტში პროპორციული არჩევნების კანონს

ნდობის ხარისხი ხელისუფლებასთან არის ნულის ტოლფასი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა დაუბრუნდეს პარლამენტში პროპორციული არჩევნების კანონს.„მე ვფიქრობ, რომ ნდობის ხარისხი ხელისუფლებასთან არის ნულის ტოლფასი. თითქმის ყველა, ვინც დღეს სახელისუფლებო შტოს წარმოადგენს ვერ სარგებლობს ვერანაირი ნდობით, შესაბამისად დღეს გაკეთებული ნებისმიერი კომენტარი არის დროში გაწელვის მცდელობა, ამიტომ თუ გვინდა ქვეყანა არ შევიდეს ძალიან სერიოზულ ჩიხში, უნდა აიღონ ინიციატივა და დაუბრუნდნენ პარლამენტში პროპორციული არჩევნების კანონს. მე ვფიქრობ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, რა ფორმით იქნება ეს, მეორე საკითხია. მთავარია, რომ ტექნიკურად შესაძლებელია დავბრუნდეთ პროპორციული არჩევნების სისტემაში და ამის გაკეთება შესაძლებელია კანონის თავიდან ინიცირებით, ამას სჭირდება ნება“, – განაცხადა მამუკა ხაძარაძემ.

ამასთან ხაზარაძე აკაკი ზოიძის ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„მგონი, ბატონ კაკის მანამდე უნდა ეზრუნა და თავისი თანაგუნდელებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ დაპირება, რომელიც სახალხოდ გასცეს, ასე არ გადაეხიათ თავზე ჩვენი მოსახლეობისთვის. დანარჩენი, შიდა ინიციატივები მათი საქმეა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.