მამუკა ხაზარაძე - სჯობს, გახარიამ თავის საქმეს მიხედოს, დანარჩენზე ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ და ეცოდინება
მამუკა ხაზარაძე - სჯობს, გახარიამ თავის საქმეს მიხედოს, დანარჩენზე ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ და ეცოდინება

გიორგი გახარიამ სჯობს, რომ თავის საქმეს მიხედოს, დანარჩენზე ჩვენ ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ და ეცოდინება, რასაც გავაკეთებთ, – ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო მუშაობა დაიწყოს.

„გახარიამ და მისმა მთავრობამ აიღო უპრეცენდენტოდ დიდი ვალები და ეწევა ამ თანხის ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხარჯვას, რადგან პრაქტიკულად უცნობია, სად და როგორ იხარჯება მოზიდული თანხები და ვალები, რომელიც თითოეული ჩვენგანის გადასახდელია, ამიტომ, სჯობს, რომ თავის საქმეს მიხედოს, დანარჩენზე ჩვენ ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ და ეცოდინება, რასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ.

დატოვე კომენტარი