მამუკა ხაზარაძე - საქართველოში შავი და ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება არის დამღუპველი
მამუკა ხაზარაძე - საქართველოში შავი და ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება არის დამღუპველი

შავი და ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება საქართველოში არის დამღუპველი, ეს არის კატასტროფა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ წევრის ალექსანდრე სელიპანოვის განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალექსანდრე სელიპანოვი სასჯელს იხდიდა და იცის ის მანკიერი მდგომარეობა, რაც სასჯელაღსრულების ორგანოში ხდება.

„სამწუხარო ფაქტია, რომ ის ძველი მანკიერი ტრადიცია, როცა ციხეში შემოდის ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი, არის ფაქტი. ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ ადამიანს ჰკითხოთ, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ასეთი ინფორმაცია არ იმალება. ეს არ უნდა დავუშვათ. შავი და ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება საქართველოში არის დამღუპველი. ეს არის კატასტროფა. ეს ასე კი არ უნდა იყოს აღქმული, რომ ვიღაცამ როგორ თქვა, არამედ გამოსწორებაზე უნდა იყოს მსჯელობა. არ უნდა დავბრუნდეთ ბნელეთში“, – განაცხადა ხაზარაძემ.