მამუკა ხაზარაძე - ქვეყნის მომავალი არის დასავლეთისკენ და ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩემთვის რუსეთი არის ოკუპანტი
მამუკა ხაზარაძე - ქვეყნის მომავალი არის დასავლეთისკენ და ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩემთვის რუსეთი არის ოკუპანტი

ჩვენი ქვეყნის მომავალი არის დასავლეთისკენ და ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ჩემთვის რუსეთი არის ოკუპანტი, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი მიუღებელია.

„ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ოკუპანტი ქვეყანას და შესაბამისად, ჩემთვის ასეთი რამე არის მიუღებელი. თუმცა ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს. მე ვერ განვსაზღვრავ, ვინ სად წავიდეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის დასავლეთისკენ და სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ჩემთვის ეს ქვეყანა არის ოკუპანტი“, – განაცხადა მამუკა ხარაძემ.

დატოვე კომენტარი