მამუკა ხაზარაძე - პროტესტის ყველა ფორმა მისაღებია, რომელიც კანონის ფარგლებში ჯდება
მამუკა ხაზარაძე - პროტესტის ყველა ფორმა მისაღებია, რომელიც კანონის ფარგლებში ჯდება

პროტესტის ყველა ფორმა მისაღებია, რომელიც კანონის ფარგლებში ჯდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა აქციებთან და დაწესებულებების პიკეტირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ძალას გამოხატვის თავისი მეთოდი აქვს.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ მხარს დაუჭერს იმას, რაც კანონის ფარგლებში იქნება.

„ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი ფორმა პროტესტის გამოხატვის და ეს პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე არ მივაღწევთ სასურველ მიზანს, იქნება ხანგრძლივი. მით უმეტეს, როცა ამ პროტესტის უკან ჩვენი მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტის ნება დგას, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს. შესაბამისად, ჩვენ იქ ვიქნებით და იმას დავუჭერთ მხარს, რაც კანონის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.