მამუკა ხაზარაძე - პარლამენტი სრულად შედგა, ვფიქრობ, დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში ცხარე დებატები და საინტერესო დისკუსიები იქნება
მამუკა ხაზარაძე - პარლამენტი სრულად შედგა, ვფიქრობ, დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში ცხარე დებატები და საინტერესო დისკუსიები იქნება

შედგა სრულად პარლამენტი, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლას პარლამენტში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის„ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან პარლამენტში ცხარე დებატები და საინტერესო დისკუსიები იქნება.

ამასთან, ხაზარაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ „ნაციონლური მოძრაობა“ პოზიციას შეიცვლის და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს.

„გადაწყვეტილება, რომელიც „ლელომ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღო, ხელი მოეწერათ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის, იყო სწორი გადაწყეტილება. ვფიქრობ, დღეიდან პარლამენტში იქნება ცხარე დებატები და საინტერესო დისკუსიები, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლას პარლამენტში. ვისურვებდი, რომ უახლოეს დღეებში შეუერთდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.