მამუკა ხაზარაძე - ნიკა მელიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჯერ კონკრეტული გეგმები არ გაგვაჩნია, მაგრამ მე მას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს
მამუკა ხაზარაძე - ნიკა მელიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჯერ კონკრეტული გეგმები არ გაგვაჩნია, მაგრამ მე მას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს

მინდა, ნიკა მელიას წარმატება ვუსურვო, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის რუსულ პოლიტიკას, რუსულ ხელისუფლებას საქართველოში. კარგი ურთიერთობა მაქვს ნიკასთან და ჯერ კონკრეტული გეგმები არ გაგვაჩნია, მაგრამ მე მას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რადგან ჩვენ ჩვენი გზები გვაქვს, ის თავის პარტიას შექმნის, როგორც გამოაცხადა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ აგრძელებს საკუთარი პარტიის განვითარებას.

„მნიშვნელოვანია, პარტიებმა, ლიდერებმა შეხების წერტილი ნახონ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით. ეს არის რუსული ხელისუფლების ჩამოშორება, ქართული ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა, ემიგრანტების დაბრუნება, კონფლიქტური ზონების დემილიტარიზაცია და ქვეყნის გაერთიანება. საბოლოო მიზანი ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება, ამიტომ ვარ პოლიტიკაში, ეს არის ჩემი საბოლოო მიზანი. ნიკა მელიასა და ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, ვინც ამ იდეას იზიარებს და იბრძვის ამისთვის, ჩვენი კარი ღიაა და დიალოგი არის რეალური მასთან“, – განაცხადა ხაზარაძემ.