მამუკა ხაზარაძე -  ნაძვის ხის ღონისძიებაზე უარს თუ არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ პროვოკაციას აწყობ, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, არ აჰყვეთ პროვოკაციას, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს
მამუკა ხაზარაძე -  ნაძვის ხის ღონისძიებაზე უარს თუ არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ პროვოკაციას აწყობ, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, არ აჰყვეთ პროვოკაციას, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს

ნაძვის ხის ღონისძიებაზე უარს თუ არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას, რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუს-ის განცხადებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, არ აჰყვნენ „ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა, გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ ე.წ. მთავრობას“.

„დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს ასობით ათასი მოქალაქე, უკვე მე-16 დღეა, აპროტესტებს რუსთაველზე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი. იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მშვიდობიან პროტესტანტებს ასახიჩრებდნენ, არბევდნენ, გაზით წამლავდნენ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის სუნითაა გაჟღენთილი, ამორალურია მოაწყო დღესასწაული, როცა მსგავსი ღონისძიების მოსაწყობად ქალაქს აქვს უამრავი სკვერი და მოედანი. თუ ამ ღონისძიებაზე უარს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას, რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუს-ის განცხადებით.

მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა, გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ ე.წ. მთავრობას“, – წერს მამუკა ხაზარაძე.