მამუკა ხაზარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ უბრუნდებიან ისეთი რეაქციული ძალები, როგორიც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილია, თანამშრომლობის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ
მამუკა ხაზარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ უბრუნდებიან ისეთი რეაქციული ძალები, როგორიც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილია, თანამშრომლობის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ დაუბრუნდებიან ისეთი რეაქციული ძალები, როგორიც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილია, მათთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, პროცესს აკვირდება.

„პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე, რადგან მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდებიან ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ვანო მერაბიშვილმა 23 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „23 ნოემბერი, 2003 წელი. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.

მამუკა ხაზარაძის კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.