მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ რუსული პაგონების ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით
მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ რუსული პაგონების ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით

ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება ევროპისკენ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტი.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ეს ე.წ, მე-5 კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული პაგონების ქვემოთ, რომ არაფერი არ გამოგივათ, ანაკლია ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, – განაცხადა ხაზარაძემ.