მამუკა ხაზარაძე - მეტ ვარდნას, რყევებს ქვეყანა ვერ გაუძლებს, ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ
მამუკა ხაზარაძე - მეტ ვარდნას, რყევებს ქვეყანა ვერ გაუძლებს, ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ

მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს, ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა მოლაპარაკებები. ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც აზიანებს ქვეყანას და მის დასავლურ კურსს. ეს არის გზა წარსულისა და ჭაობისკენ. მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.