მამუკა ხაზარაძე - „ლელო“ პარლამენტში მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში შევა, ჩვენთვის წარმოუდგენელია ორდღიანი შესვლები და რაღაც ღილაკებზე ხელის დაჭერა
მამუკა ხაზარაძე - „ლელო“ პარლამენტში მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში შევა, ჩვენთვის წარმოუდგენელია ორდღიანი შესვლები და რაღაც ღილაკებზე ხელის დაჭერა

„ლელო“ პარლამენტში მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში შევა, ჩვენთვის წარმოუდგენელია ორდღიანი შესვლები და რაღაც ღილაკებზე ხელის დაჭერა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან ერთად, უნდა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და დაბალი ბარიერით, ასევე განახლდეს საარჩევნო კოდექსი და ცესკო.

„ლელოს“ პოზიცია ურყევია. „ლელო“ არის ბოიკოტში და ჩვენი შესვლა პარლამენტში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შევა საკონსტიტუციო ცვლილება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, სრულად პროპორციული სისტემით, დაბალი ბარიერით, ახალი საარჩევნო კოდექსით და ახალი ცესკო-თი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა „ლელო“ შევა და მიიღებს ამ კანონის მიღებაში მონაწილეობას. სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის წარმოუდგენელია ორდღიანი შესვლები და რაღაც ღილაკებზე ხელის დაჭერა. ჩვენთან არანაირი კონსულტაცია ამ თემაზე არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს. სამნიძე განმარტავს, რომ პარტია პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.