მამუკა ხაზარაძე - კრიზისის დროს პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, მაგრამ უმეტესად ხელისუფლებას, რადგან ბერკეტები მის ხელშია
მამუკა ხაზარაძე - კრიზისის დროს პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, მაგრამ უმეტესად ხელისუფლებას, რადგან ბერკეტები მის ხელშია

„ლელოს“ პარლამენტში შევა მას შემდეგ რაც, ექვსპუნქტიან გეგმაზე შეთანხმება მოხდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან ბერკეტები მის ხელშია.

„კრიზისის დროს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს ეკისრება, მაგრამ უმეტესად ხელისუფლებას, იმიტომ რომ კრიზისისის განმუხტვის ბერკეტები მის ხელშია. კომპრომისი არის ის რაც, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, ესაა რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიზირებული საქმეების და პოლიტპატიმრების საქმეთა დამთავრება. ესაა რიგი რეფორმები, რომელიც აუცილებელია საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, კომისიის შესაცვლელად და იმ გარემოს შესაქმნელად, რაც საბოლოო ჯამში ევროპულ გზამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ხაზარაძემ.