მამუკა ხაზარაძე - ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ქვეყანაში ცვლილებას, ხვალინდელ რეფორმებს და განვითარებას
მამუკა ხაზარაძე - ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ქვეყანაში ცვლილებას, ხვალინდელ რეფორმებს და განვითარებას

​ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ქვეყანაში ცვლილებას, ხმა მივეცი, რომ გადავიდეთ ევროპული ტიპის მართვასა და ძალიან სწრაფ რეფორმებზე თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, კონკრეტულად არ დაასახელებს, ვის მისცა ხმა.

„ბატონი კუჭავასგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მეორეჯერ დაარღვია კანონი და სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე ღიად უგულვებელყოფს ჩვენს კანონმდებლობას. მისგან განსხვავებით, მე რა თქმა უნდა, არ დავასახელებ, კონკრეტულად ვინ შემოვხაზე, მაგრამ გეტყვით, რომ ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციას, ხვალინდელ რეფორმებს და განვითარებას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.