მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს წერილი მის კაბინეტში გადასცა
მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს წერილი მის კაბინეტში გადასცა

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის წერილის გადაცემის დეტალებზე საუბრობს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს, მაშინდელმა შს მინისტრმა სამინისტროში, მინისტრის კაბინეტში გადასცა „მუქარის“ წერილი.

„ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს, შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილი ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი, როცა ის ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა იმ ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი მის კაბინეტში.
კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს – რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება, მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს.
გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს სთხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა. ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადმოსცა წერილი და ეს ყველამ იცის.
არ მინდა, ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება, შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო” – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.