მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარია, დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში
მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარია, დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში

გიორგი გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას, რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება, მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პირდაპირ ეთერში მასთან დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას, რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება, მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი.

გიორგი გახარია! დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

მოიტყუე – წერილზე
მოიტყუე – ანაკლიაზე
მოიტყუე – ბადრიზე
მოიტყუე თან  ბევრი,

გელოდები პირდაპირ ეთერში…“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.