მამუკა ხაზარაძე - გამოსავალი ერთია, პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე კი, „ქართული ოცნება“ იქნება მარტო
მამუკა ხაზარაძე - გამოსავალი ერთია, პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე კი, „ქართული ოცნება“ იქნება მარტო

გამოსავალი ერთია, მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე კი, „ქართული ოცნება“ იქნება მარტო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.

„ის ადამიანები, რომლებიც ვერ ამჩნევენ, თუ რა პოლიტიკა ხორციელდება ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თუ ვერ ამჩნევენ, რა გაჭირვებაში შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა, როგორ შეიცვალა ქვეყნის საგარეო კურსი, ნებსით თუ უნებლიედ ემსახურებიან ჩვენი ოკუპანტის ინტერესებს. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ამ პროცესზე ბოლომდე პასუხისმგებლობის აღება. ისინი იქნებიან მარტო ამ პარლამენტში, რადგან ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ნებისმიერი რიტორიკა, ბრალდება, რაც მესიჯბოქსად აქვთ გამოყენებული, არის ფუჭი. ეკლესიის, ლგბტ თემა. ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, შარლ მიშელის დოკუმენტის არშესრულებას, მოსამართლეების სწრაფად დანიშვნის პროცესს, რომლებიც მათ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოიბარეს. ამიტომ, გამოსავალი არის ერთი, მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება. მანამდე, „ქართული ოცნება“ იქნება მარტო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი