მამუკა ხაზარაძე - დაველოდოთ 24 ივნისს, საბოლოო გადაწყვეტილება თუ არ იქნება ისეთი, როგორიც მოლდოვასა და უკრაინას ექნება, უნდა დავიწყოთ მოქმედება, მოქმედება და მოქმედება, ვგულისხმობ, მთავრობის გაშვებას
მამუკა ხაზარაძე - დაველოდოთ 24 ივნისს, საბოლოო გადაწყვეტილება თუ არ იქნება ისეთი, როგორიც მოლდოვასა და უკრაინას ექნება, უნდა დავიწყოთ მოქმედება, მოქმედება და მოქმედება, ვგულისხმობ, მთავრობის გაშვებას

დაველოდოთ 24 ივნისს, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, როგორიც ექნება მოლდოვასა და უკრაინას, უნდა დავიწყოთ მოქმედება, მოქმედება და მოქმედება, ვგულისხმობ, ამ მთავრობის გაშვებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობისთვის გადამწყვეტი მომენტი. თუ ეს მომენტი ხელიდან გავუშვით და ქართველმა ხალხმა მტკიცე ნება არ გამოიჩინა, რომ ჩვენ ვართ იმის ნაწილი, რისთვისაც თაობები ვისწრაფოდით და ახლა, უბრალოდ, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ტყუილებით მოახერხა, დაგვაკარგვინოს ეს არჩევანი, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მძიმე მდგომარეობა რბილი ნათქვამია, აღმოვჩნდებით პერსპექტივის, მეგობრის გარეშე. ამიტომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რათა ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ ევროპას”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.