მამუკა ხაზარაძე - დაახლოებით ხუთ წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად
მამუკა ხაზარაძე - დაახლოებით ხუთ წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად

დაახლოებით ხუთ წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.

ხაზარაძის თქმით, პირველ რიგში, საქართველომ მისია უნდა დაიბრუნოს, მის გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოსა და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს.

„ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით, ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, სადაც, პირველი, ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების, რადგან მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ. ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად, ეს ეხება IT-ის და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს. საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. პირველ რიგში, მისია უნდა დავიბრუნოთ, რომ საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოსა და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.