მამუკა ხაზარაძე - ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა
მამუკა ხაზარაძე - ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

„ლელო საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საინაუგურაციო სიტყვამ მას თავისი პროგრამა გაახსენა.

შესაბამისი განცხადება მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

„პოლიტიკაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ თბილი ადგილი მოვიძებნო. ეს არასდროს მქონია ცხოვრებაში და ამის არც მიზანია მქონია. მოვედი იმისთვის, რომ ხელებდაკაპიწებულმა მივაღწიო თითოეულ თქვენგანთან ერთად, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მივაღწიო ამ ქვეყნის გაერთიანებას. ეს არის ჩემი ძალიან დიდი მიზანი. დიდი მიზანი და ამბიცია თუ არ გაქვს, პოლიტიკასაც თავი უნდა დაანებო. ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევა – ქვეყნის გაერთიანება და დიდი გამოწვევა – ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამ განცხადების შემდეგ გადაცემა „საჯარო პოლიტიკის“ წამყვანმა აღნიშნა, რომ ის ბაიდენის სიტყვებით ლაპარაკობდა.

„ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა, ასე ვთქვათ. ეს არის ჩვენი პროგრამა, რომელიც მარშალის გეგმაშიც ასახული იყო“, – თქვა ხაზარაძემ.