მამუკა ხაზარაძე - აუცილებლად მივმართავ საგამოძიებო უწყებას, რომ გამოიძიონ ტოტალური მოსმენა და თვალთვალი
მამუკა ხაზარაძე - აუცილებლად მივმართავ საგამოძიებო უწყებას, რომ გამოიძიონ ტოტალური მოსმენა და თვალთვალი

აუცილებლად მივმართავ საგამოძიებო უწყებას, რომ გამოიძიონ ტოტალური მოსმენა და თვალთვალი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა პარლამენტში ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა და საკანონმდებლო ორგანოში ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელსა და პრემიერ-მინისტრს მოუსმინონ.

„ორჯერ მივმართე პროკურატურას, ბევრი რამ აქვთ თაროზე შემოდებული, ის საკითხები, რომელიც ჩვენ გვეხება და დღემდე არაა გამოძიებული. დადგება იმის დრო, რომ ყველა ასეთ ადამიანს პასუხი მოეთხოვება კანონის წინაშე. აუცილებლად მივმართავ საგამოძიებო უწყებას, რომ გამოიძიონ ტოტალური მოსმენა და თვალთვალი, რომელშიც იხარჯებოდა ჩვენი ფული, ბიუჯეტის ფული, იხარჯებოდა უზარმაზარი რესურსი. ქვეყანა გახვიეს არამარტო შიდა, არამედ საერთაშორისო სკანდალში. უსმენენ არა მარტო ჩვენს პატრიარქს და სასულიერო პირებს, არამედ საერთაშორისო დიპლომატებს.

ფრაქცია „ლელომ“ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. 38 ხელმოწერაა საჭირო, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა პარლამენტში, სადაც მოწვეული იქნება სუს-ის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი. სირაქლემას პოზიციაა, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და ყველა იცილებს პასუხისმგებლობას, ასე ქვეყანა გადაიჩეხება უფსკრულში. მოვისმენთ და გადადგომის საკითხსაც დავაყენებთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.