მამუკა ხაზარაძე - არჩევნები არ დამთავრებულა, უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმა
მამუკა ხაზარაძე - არჩევნები არ დამთავრებულა, უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმა

არჩევნები არ დამთავრებულა, უნდა დავიცვათ ჩვენი თითოეული ამომრჩევლის ხმა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თბილისში დამარცხდა და ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია.

„თბილისში იწყება ცვლილებები. დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში, უახლოეს საათებში ჩვენ ანალოგიურ ინფორმაციას მივიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური და კიდევ უფრო გაუმჯობესდება მთლიანად ოპოზიციის შედეგი საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს, „ლელოს“ მხარდამჭერს, ოპოზიციის მხარდამჭერს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ფუნქცია და მოვალეობა შეასრულა. ეს იყო მნიშვნელოვანი არჩევნები, ეს არჩევნები გვაძლევს ახალ არჩევნებს მომავალ წელს, სრულად პროპორციულს და სწორედ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დღეს მოხდა.

არჩევნები არ დამთავრებულა. მინდა, ყველას მოვუწოდო, ჩვენს ყველა თანაგუნდელებს, კომისიის წევრებს, რომ ჯერ არჩევნები არ დამთავრებულა. ახლა იწყება ხმების დათვლა და ეს ხმების დათვლა უნდა იყოს ისეთ დონეზე ჩატარებული, რომ არც ერთი ხმა არ დავკარგოთ. უნდა დავიცვათ ჩვენი თითოეული ამომრჩევლის ხმა. ჩვენის და რა თქმა უნდა ოპოზიციის. მარტო „ლელოს“ ასზე მეტი ოქმი აქვს შედგენილი, რადგან არჩევნები ჩატარდა გაყალბებით, არასამართლიანად. შესაბამისად, ოქმების შედგენა გრძელდება. ამას ჩვენ მივაწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ისევე, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებს. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. უნდა დავიწყოთ ერთმმართველური სისტემა, „ქართული ოცნება“ ებღაუჭება ხელისუფლებას, მაგრამ დღეს მათ ეს ხელისუფლება დაკარგეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.