მამუკა ხაზარაძე - არ აქვს მნიშვნელობა, რა დამოკიდებულება მქონდა სააკაშვილთან, შევარცხვინე ის ქართველი, ვინც პატიმარს დედას შეაგინებს, ეს არ არის ქართველობა
მამუკა ხაზარაძე - არ აქვს მნიშვნელობა, რა დამოკიდებულება მქონდა სააკაშვილთან, შევარცხვინე ის ქართველი, ვინც პატიმარს დედას შეაგინებს, ეს არ არის ქართველობა

შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს. ეს არ არის საქართველო. ასე არ შეიძლება, ეს არ არის ქართველობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მან საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა, რადგან ხალხთან ერთად იყოს.

„ფრაქცია „ლელომ“ გამოაცხადა ბოიკოტი პარლამენტში, რადგან საშიშროების წინაშე დგას ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა რა დამოკიდებულება მქონდა მე მასთან ან მას ჩემს მიმართ. ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მას ეკუთვნის ისეთივე სამედიცინო მომსახურება, რომ ფატალურ შეცდომამდე არ მიგვიყვანოს ამათმა სიგიჟემ. შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს. ეს არ არის საქართველო. ასე არ შეიძლება, ეს არ არის ქართველობა. მე განვაცხადე, რომ ვტოვებ პარლამენტს, მაგრამ ჩვენი ფრაქცია იქ რჩება, რომ ბოლო მომენტამდე იქნებ ის, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოვგლიჯოთ, ასე არ დავუთმობთ. მე გამოვედი, რომ ვიდგე თქვენს გვერდით, ვიყო ერთ-ერთი თქვენგანი, ამით ჩემს თავს ვუთხარი, რომ არანაირი უკან გადასადგმელი ნაბიჯი არ მექნება. არ ვიქნებოდი მართალი, გესაუბროთ მიტინგზე და შემდეგ პარლამენტის სავარძლიდან გესაუბროთ. მე ვიქნები თქვენთან ერთად მშვიდობიანად, მტკიცედ და ვიქნები, მანამ, ვიდრე ამ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, ვიდრე არ იქნება სამართლიანი სასამართლო, ვიდრე ეს ბიჭები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ, არ დაამთავრებენ შავ მენტალიტეტს საქართველოში. ძველი ბიჭების დრო უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი