მამუკა ხაზარაძე - ადამიანები, რომლებიც მოიყვანეს „ქართული ოცნების“ შეკრებაზე, რას უკრავდნენ ტაშს? უმუშევრობას, სიღატაკეს, ვიღაცის ბრძანებას
მამუკა ხაზარაძე - ადამიანები, რომლებიც მოიყვანეს „ქართული ოცნების“ შეკრებაზე, რას უკრავდნენ ტაშს? უმუშევრობას, სიღატაკეს, ვიღაცის ბრძანებას

ადამიანები, რომლებიც მოიყვანეს„ქართული ოცნების“ იმ შეკრებაზე, რას უკრავდნენ ტაშს? უმუშევრობას, სიღატაკეს, ვიღაცის ბრძანებას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს მომავალზე, რაც არის ახალი პროექტები, ევროპული გზა, დემოკრატიული მშენებლობა.

„ეს არ არის მარტო მერის არჩევნები, ეს არის ახალ მენტალიტეტსა და ძველ მენტალიტეტს შორის არჩევნები. ადამიანები, რომლებიც დღეს მოიყვანეს„ქართული ოცნების“ იმ შეკრებაზე, ისინი რას უკრავდნენ ტაშს? უმუშევრობას, სიღატაკეს, ვიღაცის ბრძანებას – იცი რა, მოგხსნი სამსახურიდან თუ არ წამოხვალ მიტინგზე. დაცარიელებული გამგეობები, დაცარიელებული საბავშვო ბაღები, მოიყვანეს იმიტომ, რომ ერთი საათი მოესმინათ ის, რასაც ტელევიზორში ისედაც ისმენენ. ეს არის რეტროგრადული ამბავი და არჩევანი უნდა გავაკეთოთ მომავალზე. მომავალი არის ახალი პროექტები, ევროპული გზა, დემოკრატიული მშენებლობა, და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდებისთვის იმის განცდის შექმნა, რომ არ წავიდნენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ფორმულას“ ეთერში.

დატოვე კომენტარი