მამუკა ხაზარაძე - 15 მაისის აქციების შინაარსი ალბათ შეიცვლება, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ
მამუკა ხაზარაძე - 15 მაისის აქციების შინაარსი ალბათ შეიცვლება, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სავარაუდოდ 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის შინაარსი შეიცვლება.

მისი თქმით, ოპოზიცია ქუჩიდანაც და პარლამენტიდანაც განაგრძობს ბრძოლას.

„ალბათ, 15 მაისის აქციების შინაარსი შეიცვლება. ჩვენ ჯერ კონსულტაცია არ გვქონია. ჩვენ ბრძოლას პარლამენტიდანაც და ქუჩიდანაც გავაგრძელებთ, რომ ქვეყანაში 2021 წელს რიგგარეშე არჩევნები დადგეს, რადგან გადატვირთვის, რიგგარეშე და სამართლიანი არჩევნების და ახალი კანონმდებლობის მიღების გარეშე, ეს ქვეყანა განვითარების სწორ გზას ვერ დაადგება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი