მამუკა გორგოძე მოედანს დაუბრუნდა [ვიდეო]
მამუკა გორგოძე მოედანს დაუბრუნდა [ვიდეო]

ქართული რაგბის მოქმედი ლეგენდა, მამუკა გორგოძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს „ჩემპიონთა თასზე“ დაუბრუნდა და ყოფილი კლუბის, „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამარჯვება იზეიმა („ტულონი“ 38-28 „მონპელიე“). გორგოძემ მეორე ხაზში, ოთხ ნომრიანი მაისურით იასპარეზა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და სალელოვე პასიც მიითვალა. მის მოედანზე დაბრუნებას უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი გამოცემა Rugbypass-ის მიერ შედგენილ გუნდში გორგოძეც მოხვდა, თუმცა არა ძირითად შემადგენლობაში, არამედ ირლანდიელი იან ჰენდერსონის („ალსტერი“) შემცვლელად.

თამაშის დასრულების შემდეგ მასთან ერთად ფოტო ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ლიამ მესემმა გადაიღო და საკუთარ „ინსტაგრამზე“ ასეთი წარწერა გაუკეთა – „მამუკა გორგოძესთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა. ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიყავი. მამუკას თამაში დიდ პატივისცემას იმსახურებს.“

დატოვე კომენტარი