მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „ჩაკრულო" შესრულდება
მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „ჩაკრულო" შესრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა.

მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე სხდომათა დარბაზში ქართული ფოლკლორული სიმღერა აჟღერდება, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში ​ანსამბლი „რუსთავი“ „ჩაკრულოს“​​ შეასრულებს. საქართველოს პრემიერი ევროსაბჭოს წინაშე ამ სიმღერის დასრულების შემდეგ გამოვა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მოხსენებისთვის 20 წუთი ექნება. შემდგომი 40 წუთი კი, განკუთვნილი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ევროპულ გზაზე მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ევროპელ პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხოს.

მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა სიმბოლურად საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება.