მამუკა ბახტაძემ ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

16:07, 05.04.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი დასრულება შემოდგომაზე იგეგმება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს ფონდ „ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა მიაწოდა.

1962 წელს აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრი გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე უმასპინძლებს.

 

მსგავსი